ჯანმრთელი ღიმილი ბავშვობიდან
ბავშვების სტომატოლოგთან ვიზიტისთვის მომზადება ჯერ კიდევ სახლში, მშობლების მხრიდან ფსიქოლოგიური მომზადებით იწყება. საჭიროა პატარა პაციენტებს ნებისმიერი მანიპულაციის შესახებ ინფორმაცია სტომატოლოგთან ვიზიტამდე მივაწოდოთ, სწორედ ეს მიდგომა განსაზღვრავს მის შემდგომ დამოკიდებულებას სტომატოლოგიის, პირის ღრუს მოვლისა და ზოგადად, ექიმების მიმართ.
ბავშვების პოზიტიური განწყობის ჩამოყალიბების შემდეგ, მათ ვაწვდით დეტალურ ინფორმაციას ჩასატარებელი პროცედურების შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებთ მკურნალობის პროცესს.
ბავშვთა ასაკის ყველაზე გავრცელებული პრობლემა კარიესია. დაავადების დროულად არ აღმოჩენის შემთხვევაში, შეიძლება დაიწყოს ანთებითი პროცესები, რასაც ხშირად თან ახლავს ტკივილი და ღრძილების შეშუპება. ამიტომ, პრევენციული ღონისძიებები, როგორიცაა კბილის დაბჟენა ან ფთორირება, გადამწყვეტია.
"EU Dent" - ის ბავშვთა სტომატოლოგები განსაკუთრებულ მომზადებას გადიან იმისთვის, რომ იმუშაონ ბავშვებთან და მოზარდებთან. მათ ესმით ბავშვების ფსიქოლოგია და იციან, როგორ შექმნან პოზიტიური, არასტრესული გარემო ჩვენი პატარა პაციენტებისთვის.