მაია მუჯირი

ქირურგი, ორთოპედი
მაია მუჯირი

კლინიკა „EU Dent“-ში თქვენს ორთოპედიულ და ქირურგიულ პრობლემებზე გამოცდილი და კვალიფიციური სტომატოლოგი მაია მუჯირი იზრუნებს.

მაია მუჯირი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სტომატოლოგია, რომელმაც პროფესიული გზა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დაიწყო.
კარიერის განმავლობაში იგი აქტიურად იყო ჩართული როგორც კლინიკურ, ასევე საგანმანათლებლო და კვლევით საქმიანობაში.

2007–2008 წლებში პრაქტიკული გამოცდილება მიიღო თანამედროვე ესთეტიკურ და ენდოდონტიურ ტექნიკებში.

მაიას სხვადასხვა სტომატოლოგიურ კლინიკებში ექიმ-სტომატოლოგის, თერაპევტის, ქირურგის და ორთოპედის პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

მაია მუჯირი სტომატოლოგიაში ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ თერაპიული სტომატოლოგიის მიმართულებით რეზიდენტი გახდა. მან ექიმების გადამზადების კურსები პირის ღრუს ქირურგიულ სტომატოლოგიასა და ორთოპედიულ სტომატოლოგიაში გაიარა.

20 წელია მაია სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ტრენინგებში და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში მონაწილეობს და მუდმივად მიჰყვება მკურნალობის თანამედროვე სტანდარტებს.