ანა კიზირია

პირის ღრუს ქირურგი, ბავშვთა სტომატოლოგი, თერაპევტი
ანა კიზირია

კლინიკა „EU Dent“-ში ჩვენი პატარა პაციენტების ჯანმრთელ ღიმილზე გამოცდილი სპეციალისტი ანა კიზირია იზრუნებს.

ანა კიზირიამ უმაღლესი სამედიცინო განათლება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მიიღო.

სწავლის დასრულების შემდეგ მან გაიარა დიპლომისშემდგომი განათლების სრული კურსი სარეზიდენტო პროგრამით თერაპიულ სტომატოლოგიაში. ასევე გაიარა სამთვიანი კურსი პირის ღრუს ქირურგიაში.

პროფესიული კარიერის განმავლობაში ანა კიზირია მუშაობდა სხვადასხვა სტომატოლოგიურ კლინიკებში თერაპიული და ქირურგიული მიმართულებით. 2018 წელს იგი ქირურგის ასისტენტი იყო წმ. მიქაელის ჰოსპიტალის ყბა-სახის ქირურგიის განყოფილებაში.

ანა კიზირია 2024 წლიდან სტომატოლოგიური კლინიკა EU Dent-ის გუნდის წევრია.

გარდა კლინიკური საქმიანობისა, ანა კიზირია აქტიურად არის ჩართული აკადემიურ სფეროშიც. 2023 წლიდან მოწვეული ლექტორის პოზიციას იკავებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში.